Sunday, May 28, 2017

პროექტის  აქტუალობა: რატომ ავირჩიე პრობლემა?ბავშვები ხშირად  ვერ აცნობიერებენ, ,თუ რა ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილი საკვებითა და ენერგეტიკული სასმელების მიღებით. ეწევიანსიგარეტს ან პასიური მწევლები ხდებიან საზოგადოებრივი  თავშეყრის ადგილებში,უჩნდებათ წონის პრო  ბ ლემები.
პროექტის მიზანი:მოსწავლემ გაიგოს ,თუ რა ზიანს აყენებს პრობლემიდან გამომდინარე საკუთარ  ჯანმრთელობას.
მონაწილეთა ასაკი: მე-11 კლასი
პროექტის ხანგრძლივობა:2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგი:კედლის გაზეთი,მოძიებული ფოტოები.
პროექტისთვის სა ჭირო რესურსები:
ფორმატი,ფოტოაპარატი,კომპიუტერი,ფლომასტერები.
პროექტის მიმდინარეობა:  მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, გაინაწილებენ  დავალებებს, მოიძიებენ ინფორმაციას.
ესგსთან კავშირი:

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება /  , ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);
·         წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს   ინტერნეტს,   , და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·        


ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·         მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა.,  
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად „ამართლებს“ ტექსტის ძირითადი ნაწილი იმ მოლოდინს, რომელიც მსმენელს უჩნდება შესავალი ნაწილის მიხედვით.   და ა.შ.);
·         აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი   , მაგალითებით.  


პროექტის ხელმძღვანელი:;ციალა    ქებაძე
ხელმძღვანელისელ ფოსტა:qebadse555@gmail.com